Loading...

ანალიტიკოსი ლელა ანჯაფარიძე, რომელიც ჯგუფ “თბილისური ამარკორდის” წევრი იყო გარდაიცვალა.

“ძალიან დილა მშვიდობისა” – ასე იწყებოდა მისი პოსტები სოციალურ ქსელში, რომელიც სულ მუდამ საინტერესო ამბებს გვაცნობდა, მას უამრავი ადამიანი იცნობდა და თითქოს ყოველი დილა მისი ამ ჯადოსნური სიტყვებით იწყებოდა.

Loading...

 

ლელა 58 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ მისმა ქალიშვილმაც დაწერა, რომ დედას მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა წერდა, რომ არცთუ საიმედო მდგომარეობა იყო.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას და ძალიან თბილ წერილებს უძღვნიან ლელა ანჯაფარიძეს.

Loading...