Loading...

„ყვე­ლა­ზე მე­ტად ვაჟა-ფშა­ვე­ლას ლექ­სი მახ­სენ­დე­ბა – „არ­წი­ვი ვნა­ხე დაჭ­რი­ლი ყვავ ყორ­ნებს ეო­მე­ბო­და“, – ასე შე­ა­ფა­სა დე­კა­ნოზ­მა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ყო­ფი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ თქმუ­ლი ბრალ­დე­ბა.

დე­კა­ნო­ზის გან­მარ­ტე­ბით, მათი მი­ზა­ნი, ვინც პატ­რი­არ­ქს თავს ეს­ხმის, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ბო­ლომ­დე მოს­პო­ბაა.

Loading...

„უნ­დათ რომ პატ­რი­არ­ქი გა­ა­ნად­გუ­რონ, მაგ­რამ მათ ერთი რა­ღაც ავი­წყდე­ბათ – პატ­რი­არ­ქის უკან ღმერ­თი დგას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პატ­რი­არ­ქი დღეს არის ფი­ზი­კუ­რად წელ­ში მოხ­რი­ლი ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი­თა და სიმ­ძი­მით, მის უკან დგას ღმერ­თი და ღმერ­თი ამას არ და­უშ­ვებს, ჩვე­ნი წმინ­და­ნე­ბი ამას არ და­უშ­ვე­ბენ, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ასე გა­ნად­გურ­დეს. მათი მი­ზა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ბო­ლომ­დე მო­ის­პოს.

პატ­რი­არ­ქს ჰყავს 40 ათა­სი ნათ­ლუ­ლი დღე­ვან­დე­ლი დღის ჩათ­ვლით და ამ მო­მა­ვალ თა­ო­ბას რას ეუბ­ნე­ბა პეტ­რე ცა­ა­ვა? ჩვენს ქვე­ყა­ნას ეუბ­ნე­ბა, რომ ის, ვინც 40 წელი გმარ­თავ­დათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო მითი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნი რას გვე­უბ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ? მე­უ­ფე პეტ­რემ მთელს ერს მი­ა­ყე­ნა ამით შე­უ­რა­ცხყო­ფა. მთელ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ჩვენს ღირ­სე­ბას მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა. მარ­ტო ილია მე­ო­რეს კი არ მი­ა­ყე­ნა, მთელ ერს მოგ­ვა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა. ქარ­თველ­მა ერმა ერთხელ უკვე მოვ­კა­ლით ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და ნუღა ვკლავთ მე­ო­რე ილი­ას. ნუღა მოვ­კლავთ მე­ო­რე ილი­ას!“- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა.

Loading...