Loading...

ბათუმში, 23 წლის ზუკა გრიგოლიამ თავი მოიკლა, რომელიც სავარაუდოდ აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა.

ახალგაზრდა ბიჭს, ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ცხედარი კი, საცხოვრებელ ბინაში თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს.

Loading...

სუიციდამდე დაღუპულმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ ვრცელია და ლუდომანიის გარდა, პოლიტიკაშიც და ეკლესიაშიც მძიმე ვითარებას აღწერს.

“პირველ რიგში ყველასთან ბოდიში ოჯახთან და მეგობრებთან… აკრძალეთ კაზინოები… adios amigos. see u on the other side” – წერს სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Loading...